იქნება ოთხით მეტი მოსამართლე, რომელთა არჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე — დეგნანი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ახალი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შედეგად, საქართველოს სასამართლოს ეყოლება ოთხით მეტი მოსამართლე, რომელთა არჩევის პროცესიც არ იყო გამჭვირვალე. ელჩის თქმით, საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია მათ შესახებ. დეგნანი იმედოვნებს, რომ სასამართლო რეფორმა მალე განხორციელდება და ამ საკითხს ყურადღება მიექცევა.
"რთულია იმის გაგება, რატომ იჩქარა ასე ხელისუფლებამ, როდესაც ჯერ არ ჩატარებულა სრული, დაწვრილებითი მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც იყო შეთანხმება. განსაკუთრებით, როდესაც არსებობს ბევრი სხვა გამოწვევა ქვეყნის წინაშე, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცევა, რატომ გახდა დანიშვნის პროცესი პრიორიტეტული. ახლა საქართველოს სასამართლო სისტემაში იქნება ოთხით მეტი მოსამართლე, რომელთა არჩევისას არ იყო უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მათი კვალიფიკაციის თუ სხვადასხვა საკითხის შესახებ.
ზოგადად, მართლმსაჯულების რეფორმა ემსახურება იმ იდეას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე, მოსამართლეები იყვნენ უფრო მეტად კვალიფიციურნი, მიუკერძოებელნი და, შესაბამისად, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ სისტემის მიმართ. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე განხორციელდება აღნიშნული რეფორმა და ამ საკითხს მიექცევა ყურადღება", — აცხადებს ის.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლე: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი უვადოდ დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს კანიდატების მოსმენას არ დაესწრო ევროკავშირის ელჩი და თქვა, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი არ არის შესაბამისობაში შარლ მიშელის შეთანხმებასა და მაკროფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ წაყენებულ პირობებთან. პროცესს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. ისინი წუხდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხებოდა. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. ამის მიუხედავად, პარლამენტმა სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი უვადოდ დაამტკიცა. პარალელურად კი, ქართული ოცნება აცხადებდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მათი მხრიდან სრულდება. იმის საილუსტრაციოდ, რომ შეთანხმებაში ნამდვილად ეწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნებისგან თავის შეკავების შესახებ, ამერიკის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც შეთანხმების ეს ნაწილი ყვითლად არის გახაზული.
ამის შემდეგ იყო ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები ვერ შეასრულა. ჟულიენ კრამპის თქმით, ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარს ამბობენ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ არის.
ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი რისკის ქვეშ დააყენა.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები