საერთაშორისო რერსპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას ემხრობა. კერძოდ:

  • სრულიად ვემხრობი - 64%;
  • ნაწილობრივ ვემხრობი - 26%;
  • ნაწილობრივ არ ვემხრობი - 3%;
  • არ ვემხრობი - 3%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%;

2016 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას 85 პროცენტი უჭერდა მხარს, წინააღმდეგი კი 11 პროცენტი იყო.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 4 აპრილს გამოაქვეყნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრებას, რუსეთთან ურთიერთობებს, ასევე, მოსახლეობის პოლიტიკურ სიმპათიებს.

IRI-მ გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ჩაატარა 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს სახით, სულ გამოიკითხა საქართველოში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1 501 მუდმივი მაცხოვრებელი, პასუხი გაცემის მაჩვენებელი 69 პროცენტია, ცდომილების ზღვარი კი მერყეობს პლუს-მინუს 2,5 პროცენტით.