თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, 30 მაისს ახალ ცხოველებს მიიღებენ, რომლებსაც მათ საჩუქრად ევროპის ზოოპარკები უგზავნიან.

7 სამხრეთ ამერიკული კოატი, 2 ინდური მაჩვზღარბა და 10 ზოლებიანი მანგუსტი გერმანიიდან, დუისბურგის ზოოპარკიდან ჩამოვა.

3 ლურჯ გნუს თბილისის ზოოლოგიურ პარკს, ბელგიის, პლანკენდეილის ზოოპარკი უგზავნის.

ცხოველები 30 მაისს, ორშაბათს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან. ზოოპარკის ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა.