ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, ხვალ, 2 ოქტომბერს, მის სასამართლო სხდომას "ნებისმიერ პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტი" დაესწროს. სააკაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია დარბაზში კოლეგების ნახვა, თუმცა სულ ჟურნალისტებს ჰქონდეთ საშუალება საკუთარი თვალებით ნახონ "ისტორიულად სამარცხვინო პროცესი".

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება", — წერია სააკაშვილის სოციალურ ქსელში.

ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხელ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე ამჯერად ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმსჯელებს.

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს პირველად დაესწრო. სხდომას, სადაც კოლეგიამ 7 ნოემბრის საქმე განიხილა, ექსპრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლებაც მისცეს. სააკაშვილმა სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა დარბაზი დატოვა და სხდომა მის გარეშე გაგრძელდა.

პროცესის მეორე ნაწილში მხარეებმა უკვე კონკრეტულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ექსპრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრების უფლების აღდგენის შესახებ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა საერთოდ არ განიხილა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმაა.