On.ge და Queer.ge პარტნიორობას იწყებენ, რომლის ფარგლებში ქვიარის სტატიები On.ge-ს საშუალებითაც გავრცელდება.

Queer.ge 2021 წლის 17 მაისიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მიზანია როგორც საქართველოში, ასევე, სრულიად კავკასიის რეგიონში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერა, მათი ხმების გაჟღერება, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

On.ge სრულად იზიარებს ამ მიზნებს და იმისთვის, რომ ქვიარ ისტორიებისა თუ პრობლემების შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, ონლაინ გამოცემის სტატიებს ჩვენს მკითხველსაც შევთავაზებთ.