საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს მხარეებს უზენაესი სასამართლოს გდაწყვეტილება ჩაბარდება, სადაც იქნება ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც არსებობს:

"ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ ან საზოგადოებას აინტერესებს, არის გადაწყვეტილებაში და იმ განჩინებებში, რომლებიც დღეს იქნება მხარეებისათვის ჩაბარებული. სასამართლო ხელისუფლება იცავს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც არამხოლოდ ეთიკური პრინციპია, არამედ საკანონმდებლო მოთხოვნაცაა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, არ ყოფილიყო კომენტარი გაკეთებული. კონკრეტულად თქვენს შეკითხვას რაც შეეხება, დიდი პალატის ფორმირებასთან დაკავშირებით, ის რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ იყო, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, მიეწოდათ მხარეებს და გავრცელდა სასამართლოს ვებგვერდზე".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2 მისი ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის, შპს პანორამას საკუთრება გახდა.