"იზრუნე, რომ ეს ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს" — თეგეტას წინასაახალწლო კამპანია
ახალი წლის დადგომამდე დროის ათვლა უკვე დაიწყო. მხიარულებასა და დიდებულებასთან ერთად, ამ პერიოდს სევდა და მელანქოლიაც ახლავს თან, რადგან სამწუხაროდ, ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნური ნამდვილად არ არის. ჩვენ გარშემო უამრავი სოციალური პრობლემაა, რომლებზეც ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
სწორედ ამ საზოგადო პრობლემებსა და ზრუნვის მნიშვნელობაზე შეიქმნა თეგეტას ახალი, მასშტაბური საახალწლო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა tegeta.care, რომელიც აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით, თეგეტა ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს. პლატფორმაზე ორგანიზაციების სია დროთა განმავლობაში მუდმივად განახლდება.
"ადამიანების უმრავლესობას აქვს სურვილი, რაიმე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილების თანამონაწილე გახდეს. ამისათვის გმირობა სულაც არაა საჭირო. თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად აქვს შანსი, ერთი მზრუნველი ქმედებით დიდი სასიკეთო ცვლილება გამოიწვიოს. სწორედ ამაშია ზრუნვის უდიდესი ძალა — ზრუნვა მართლაც ცვლის სამყაროს. სწორედ ამ დაკვირვებაზე ავაგეთ წინასაახალწლო კამპანია.
გვჯერა, რომ საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მხარდაჭერა თეგეტას მსგავსი დიდი კომპანიების პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ ჩვენი კამპანია არა მხოლოდ შემოქმედებით კომუნიკაციას, არამედ რეალურ ქმედებებს მოიცავს. ერთი მხრივ, ვახორციელებთ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, ხოლო მეორე მხრივ, ვდგამთ რეალურ ნაბიჯებს პრობლემების მოსაგვარებლად", — ამბობს თეგეტას მარკეტინგის დირექტორი მარიამ კარკალაია.
"რომ დასვათ კითხვა, რას საქმიანობს თეგეტა? ჩვენი პასუხი იქნებოდა: თეგეტა ზრუნავს. ზრუნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ზრუნავს, რომ ბიზნესი განვითარდეს. ზრუნავს, რომ განათლების დონე ამაღლდეს, ადამიანებმა უფრო თანასწორუფლებიან გარემოში იცხოვრონ, ცხოველებმა კი — უფრო უსაფრთხოში. ზუსტად ამიტომ ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციას და ამიტომ შევქმენით პლატფორმა — Tegeta Care. ამით, ზრუნვის მსურველ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, შემოგვიერთდნენ, მარტივად გააკეთონ დონაცია და ერთად უზრუნველვყოთ სასიკეთო ცვლილებები. ამავდროულად, www.tegeta.care ერთგვარი მედიაპლატფორმაა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის — ემსახურება მათ შესახებ ცნობადობის გაზრდას და მუდმივად გაუწევს საინფორმაციო მხარდაჭერას", — ამბობს თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნათიკა ბერძული.
ადამიანებისთვის ზრუნვის საჭიროების შესახსენებლად, თეგეტას კამპანიის ფარგლებში ვიდეოც შეიქმნა, რომელიც აჩვენებს, რომ გარშემო უამრავი რამაა, რისი შეცვლაც ჩვენს ხელშია.
ვიდეოს საუნდტრეკი აგებულია ვაჟა-ფშაველას ცნობილ ლექსზე რამ შემქმნა ადამიანად. მუსიკალური კომპოზიცია და ვოკალური შესრულება კი Sophie Villy-ის ეკუთვნის.
"ჩვენ მიერ შექმნილი ვიდეო ყველასთვის ნაცნობ, ახლობელ და აქტუალურ პრობლემებს ეხება. ვიდეოში სხვადასხვა პერსონაჟის რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ისტორია და ახალი წელი აქვს. ვიდეოს პოზიტიური დასასრულით კი ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ზრუნვა ცვლის სამყაროს. ჩვენ კი, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს", ამბობს კამპანიის კრეატიული დირექტორი პავლე გაბრიჭიძე.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები