ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული საქმიანობის პოპულარიზაციას.

აგრომეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკი წამყვან შეფმზარეულებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგრომეწარმეებს მოინახულებს და გასტრო ტურებს გამართავს, რისი მეშვეობითაც, საზოგადოებას მოუყვება, თუ როგორ იქმნება ვითიბისთან ერთად წარმატებული ქართული ბიზნესი, რათა უფრო ახლოს გაეცნონ და უგულშემატკივრონ მათ საქმიანობებს.

გასტრო ტურების ფარგლებში, წამყვანი მზარეულები მოინახულებენ სხვადასხვა რეგიონებში ბანკის მეწარმეებს, ადგილზე მოხდება კერძების მომზადება და შეფმზრაეულებისთვის პროდუქციის გაცნობა მომავალი პარტნიორობის მიზნით.

მეწარმეების ქომაგობასთან ერთად, კვირეული საქართველოში არსებული სხვადასხვა კუთხის კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციასაც გულისხმობს.

"გვიხარია, რომ ბანკს ეძლევა შესაძლებლობა, იყოს ქართული ბიზნესის #1 ქომაგი. გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ქართული ბიზნესის პოპულარიზაციაში და განვითარებაში. ასევე, ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს", — განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩაჩხიანმა.