ნეტფლიქსის შოუს კალმარის თამაშის ერთ-ერთი ვარსკვლავი პაკ ჰეი-სუ La Casa De Papel-ის კორეულ ვერსიაში მიიღებს მონაწილეობას.

მსახიობი, რომელიც ჩო სანგ-ვუს როლს თამაშობდა დისტოპიურ დრამატულ სერიალში, ამჯერად ბერლინის პერსონაჟს განასახიერებს და ერთ-ერთ მძარცველად მოგვევლინება. ეს პირველი კასთინგი იყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექს პინას მიერ შემქნილი ქაღალდის სახლის კორეულად ადაპტირებულ ვერსიას ვიხილავდით.

რაც შეეხება ქაღალდის სახლის ორიგინალ ვერსიას, ის სრულდება და ბოლო ეპიზოდებს 3 დეკემბერს ვიხილავთ. ალექს პინა, რომელმაც ეს კრიმინალური დრამა შექმნა, კორეული ვერსიის პროდიუსერობას დათანხმდა.

ფოტო: Netflix

ქაღალდის სახლის კორეული ვერსიის რეჟისორი კიმ ჰონგ-სუნი იქნება, რომელიც ფენტეზის კრიმინალურ ჟანრში თავისი ნამუშევრებით ცნობილია და მაყურებელი კორეული სერიალებით The Guest, Voice და Black იცნობს. Netflix-ის სერიალების My Holo Love და Psychopath Diary სცენარისტები კი, ამჯერად ქაღალდის სახლის კორეული ვერსიის სცენარზე იმუშავებენ.