დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

1-ლი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 957, ხოლო გარდაიცვალა — 65 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 32 187, PCR-ით — 19 134.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,69%, ბოლო 14 დღის — 8,91%, ბოლო 7 დღის — 8,65%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 850 102-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 792 158, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 12 119 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა;
  • აჭარა — 186;
  • იმერეთი — 843;
  • ქვემო ქართლი — 257;
  • შიდა ქართლი — 349;
  • გურია — 136;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 358;
  • კახეთი — 260;
  • მცხეთა-მთიანეთი — 128;
  • სამცხე-ჯავახეთი — 171;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი. 1 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 25 295 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 760 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: