აღსრულებას ხვალიდან ვიწყებთ — ფერაძე ობიექტებზე კოვიდ აპლიკაციის დანერგვაზე
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ხვალიდან, პირველი დეკემბრიდან იწყებენ აღსრულებას და თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათების კონცეფციას არ დანერგავს, მათ დააჯარიმებენ. ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა დაწესებულებას ეკისრება. ფერაძის თქმით, სანქცია იურიდიულ პირებზე 10 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ინდ. მეწარმისთვის — 2 000 ლარი. განმეორება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
"შრომის ინსპექცია ხვალიდან აქტიურად დაიწყებს აღსრულებას შესაბამისი კოვიდ აპლიკაცია რამდენად არის დანერგილი სხვადასხვა ობიექტზე. პირველი დღეები სარეკომენდაციო ხასიათის იქნება და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნეს ობიექტებს, ასევე, მოქალაქეებს, რომ მათ შეუფერხებლად გადმოწერონ ის სერვისები, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით", — განაცხადა მან.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ფერაძის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უწყებასთან ერთად აღასრულებენ მოთხოვნებს, რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული.
ფერაძის განცხადებით, თუ რომელიმე ბიზნეს ობიექტის მხრიდან სისტემური იქნება დარღვევები, ან ესა თუ ის ობიექტი საერთოდ არ დანერგავს შესაბამის აპლიკაციას, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება გარკვეული დროით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა.
"მინდა ხაზი გავუსვა, ასევე, რომ ეს არ არის სადამსჯელო. აღნიშნული აპლიკაციები და კონცეფცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ერთის მხრივ მოქალაქეების დაცულობა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ შევინარჩუნოთ ეკონომიკური მდგრადობა ბიზნესის ხანგრძლივი ოპერირებისთვის. ეს არის აპრობირებული და საკმაოდ კარგად დანერგილი მეთოდი ევროკავშირის ქვეყნებში", — აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია — CovidPass Georgia და Georgia e-Health. როგორც ფერაძე განმარტავს, CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. ამ აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.
საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს. საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.
აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.
საქართველოში მწვანე პასპორტი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
- არის სრულად ვაქცინირებული;
- გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14
დღე; - ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
- ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
გაიგე მეტი:
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები