დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას მიერ პროკურორების შეურაცხყოფაზე გამოძიება დაიწყეს. გვარამია კი ამბობს, რომ "გამოკვლევებულები" უწოდა.

"გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები. კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი — რას ნიშნავს, ეს რა შეფასებააო, თუ ეს რა სიტყვააო — ანუ გაიგონა რაც ვუთხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენ შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივე პროკურორს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს, ან თქვენს მიერ წარმოდგენილი სიტყვა გამო@@@ებულის შინაარსი აქამდე არ იცოდნენ და მხოლოდ სამსახურში მისულებს აუხსნეს", — წერს გვარამია Facebook-ში.

პროკურატურის განცხადებით, გუშინ, 29 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა.

მათივე თქმით, გარდა ამისა, გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს.