ჯილ ბაიდენმა თეთრი სახლი საშობაოდ პირველად მორთო (ფოტოები)
საშობაოდ თეთრი სახლის განსაკუთრებული დეკორაციებით მორთვა ათწლეულოვანი ტრადიციაა, რომელსაც ძირითადად, როგორც წესი, პირველი ლედი უდგას ხოლმე სათავეში. წელს ეს პატივი მელანია ტრამპის შემდეგ ჯილ ბაიდენს ერგო. ბაიდენებმა წლევანდელი მორთულობის თემატიკად "საჩუქრები გულიდან" დაასახელეს.
"ის, რაც ჩვენთვის წმინდაა, გვაერთიანებს და მანძილს, დროსა და პანდემიის შეზღუდვებსაც კი აღემატება: რწმენა, ოჯახი და მეგობრობა, ხელოვნების სიყვარული, სწავლა და ბუნება, მადლიერება, დახმარება და საზოგადოება, ერთიანობა და მშვიდობა. ეს ის საჩუქრებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მთავარ ძაფებს ერთმანეთთან აკავშირებს", — ასე განმარტეს ბაიდენებმა პირველი შობის მთავარი თემატიკა.
თეთრი სახლის მორთვას 1 კვირა, 41 ნაძვის ხე, 78 ათასზე მეტი განათება და უამრავი ბაფთა დასჭირდა. თითოეული ოთახის მორთულობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და სიმბოლური დატვირთვაც აქვს. მაგალითად, ლურჯი ოთახი, სადაც თეთრი სახლის მთავარი ნაძვის ხე დგას, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო გახდა. ამის აღსანიშნავად ნაძვის ხე მტრედებითაა მორთული.
სასადილო დარბაზში ორი ნაძვის ხე ჩარჩოში ჩასმული ფოტოებით მორთეს. ყოფილი პრეზიდენტებისა და მათი ოჯახების ფოტოების გარდა, რამდენიმე კადრი ბაიდენების პირადი არქივიდანაცაა, რომელიც აქამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო.
ჯილ ბაიდენმა საბოლოო შედეგი პრეზიდენტთან ერთად კვირას, მადლიერების დღის შემდეგ დაათვალიერა. დეკორაციებსა და მორთულობის იდეებზე მუშაობა ზაფხულიდან დაიწყო. როგორც ჩანს, მის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან თეთრ სახლში ნამდვილად სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები