უამრავი მაყურებელი ელოდა რიდლი სკოტის ახალი ფილმის House of Gucci (გუჩის სახლი) ხილვას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის შესახებ გადაღებულ ამ კრიმინალურ დრამაზე.

გარდა იმისა, რომ ფილმის რეჟისორი სახელოვანი რიდლი სკოტია და სიუჟეტი მოდის დინასტიის დაშლის ნამდვილ ისტორიას მოგვითხრობს, გუჩის სახლი ვარსკვლავებით დახუნძლული შემადგენლობითაც ჭრის თვალს ყველა გემოვნების მაყურებელს.

ფილმის შემოქმედებმა ცნობილ სახეებს საინტერესო როლები მოარგეს და აი, თავად დარწმუნდებით ამაში:

1. ადამ დრაივერი მაურიციო გუჩის როლში

ფოტო: ABIO LOVINO/MGM AND UNIVERSAL; IPA/SHUTTERSTOCK

The Marriage Story-ის ვარსკვლავი გუჩის მოდის სახლის ყოფილი ხელმძღვანელის როლს ასრულებს.

2. სელმა ჰაიეკი პინა აურიემას როლში

ფოტო: MGM STUDIOS; AP PHOTO/FRANCO CASTANO

ყველასთვის კარგად ნაცნობმა ამ მექსიკური წარმოშობის მსახიობმა იმ პერსონაჟის როლი მოირგო, რომელმაც გუჩის ოჯახის ისტორიის დრამატულად განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

3. ჯარედ ლეტო პაოლო გუჩის როლში

ფოტო: MGM STUDIOS; DICK LOEK/TORONTO STAR / GETTY

ამ როლისთვის ოსკაროსანმა ჯარედ ლეტომ კიდევ ერთხელ მიმართა დაუჯერებელ ტრანსფორმაციას.

4. ალ პაჩინო ალდო გუჩის როლში

ფოტო: MGM STUDIOS; MICHEL DELSOL/GETTY

ლეგენდარული მსახიობი გუჩის დამფუძნებლის უფროსი ვაჟის როლს ასრულებს.

5. ჯერემი აირონსი როდოლფო გუჩის როლში

ფოტო: MGM STUDIOS; LAURENCE HARRIS/AP/SHUTTERSTOCK

ჯერემი აირონსი ამ ფილმში ადამ დრაივერის პერსონაჟის მამას განასახიერებს..

6. მადალინა გენეა სოფი ლორენის როლში

ფოტო: SPLASH; GETTY

საკულტო იტალიელი მსახიობის პროტოტიპიც კი შეარჩიეს.

7. რივ კარვი ტომ ფორდის როლში

ფოტო: Getty Images

ფილმში ვიხილავთ მოდის სამყაროს კიდევ ერთი სახელოვანი დიზაინერის პერსონაჟსაც.

8. კამილ კოტენი პაოლა ფრანჩის როლში

ფოტო: Getty Images

სერიალის Killing Eve მსახიობი იტალიელი დიზაინერის როლს ასრულებს.

9. ჯეკ ჰიუსტონი დომენიკო დე სოლეს როლზე

ფოტო: Getty Images

გუჩის მოდის სახლის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს Fargo-ს მსახიობი განასახიერებს.

10. და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ლედი გაგა პატრიცია რეჯიანის როლში

ფოტო: METRO GOLDWYN MAYER PICTURES; IPA/SHUTTERSTOCK

გრემის, ოსკარის, ოქროს გლობუსისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი მომღერალი და მსახიობი ადამ დრაივერის პერსონაჟის, მაურიციო გუჩის საბედისწერო პარტნიორის როლს ასრულებს.

ფილმმა როგორც მაყურებლებისგან, ისე კრიტიკოსებისგან შერეული, მეტწილად დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ისინიც კი, ვინც გუჩის სახლი დაიწუნა, ლედი გაგას გარდასახვას აფასებენ.

ამ გახმაურებული ფილმის ნახვა 2 დეკემბრიდან საქართველოს კინოთეატრებშიც შესაძლებელია.