სააკაშვილი ტელევიზორიდან თუ უყურებდა, რომ დაერეკა და ეთქვა, ასე არ მოიქეცითო, სხვანაირად იქნებოდა — ხვიჩია 7 ნოემბერზე
დეპუტატი იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეეძლო 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენებზე გავლენა მოეხდინა. ასე გამოეხმაურა ის ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომ 7 ნოემბრის მოვლენებს ის ტელევიზორიდან უყურებდა და ინსტრუქციებს არ გასცემდა.
"მე 7 ნოემბერს ვცხოვრობდი საქართველოში, ვიცი, იმ პერიოდში რა გავლენები ჰქონდა სააკაშვილს და ვიცი ისიც, რომ მას რომ დაერეკა, პირობითად, ტელევიზორიდან თუ უყურებდა ამ ამბავს და ეთქვა, რომ ასე არა, სხვანაირად მოიქეცითო, სხვანაირად მოხდებოდა ამბავი. ამისი მჯერა შინაგანად", — განაცხადა ხვიჩიამ იმედთან საუბრისას.
ის გამოეხმაურა სააკაშვილის ბოდიშსაც, რომელიც მან იმისთვის მოიხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შექმნა. ხვიჩია ფიქრობს, რომ ეს პოზიცია არა ხალხის, არამედ საკუთარი თავისა და თანამებრძოლების მიმართ ბოდიში იყო.
"სინანული დავინახე სასამართლოზე, ოღონდ იმიტომ, რომ მას და მის თანამებრძოლებს შეეხოთ ეს ამბავი და არა იმიტომ, რომ ხალხს შეეხო ცუდად. ხალხთან ბოდიში კი არ იყო, საკუთარ თავთან და თანამებრძოლებთან ბოდიშს უფრო წააგავდა ეს პოზიცია", — ამბობს ხვიჩია.
29 ნოემბერს, საკუთარ სასამართლო სხდომაზე 7 ნოემბრის საქმეზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხდა, რომ სამართალდამცავებს ინსტრუქციებს არ გასცემდა და აქციას ტელევიზორიდან უყურებდა.
"ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო მაშინ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი", — განაცხადა მან.
29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლეთა კოლეგიამ 7 ნოემბრის საქმე განიხილა. ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომას პირველად დაესწრო და მას სიტყვით გამოსვლის უფლებაც მისცეს. სააკაშვილმა სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა დარბაზი დატოვა და სხდომა მის გარეშე გაგრძელდა.
პროცესის მეორე ნაწილში მხარეებმა უკვე კონკრეტულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ექსპრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრების უფლების აღდგენის შესახებ, თუმცა სასამართომ შუამდგომლობა საერთოდ არ განიხილა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმაა.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები