ხშირად საზოგადოება ქალებისა და კაცებისათვის განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს — თუ კონკრეტული ქმედება ან ხასიათი კაცისთვის საპატიო ან საამაყოა, ქალს ის არ ეკადრება. კონკრეტული თვისებების გამო პერსონაჟ კაცს აფასებენ, პერსონაჟი ქალი კი სძულთ და პირიქით.

Reddit-ის მომხმარებლებმა პოპულარული სერიალებიდან და ფილმებიდან პერსონაჟი ქალები დაასახელეს, რომლებსაც, მათი აზრით, მაყურებლები არ შეიძულებდნენ, ისინი კაცები რომ ყოფილიყვნენ. საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად კი საინტერესო არგუმენტებიც მოიყვანეს.

მაშ ასე, გთავაზობთ 7 პერსონაჟ ქალს, რომელსაც მაყურებელი არ შეიძულებდა, კაცი რომ ყოფილიყო:

1. სკაილერ უაითი — Breaking Bad

ფოტო: Getty Images

"ყოველთვის განცვიფრებული ვიყავი იმით, თუ როგორ სძულდათ სკაილერ უაითი Breaking Bad-დან. ჩემი ქმარი რომ ჩემგან საიდუმლოდ მეტამფეტამინს ამზადებდეს და ნარკოტიკების ვაჭრობაში იყოს ჩართული, გავბრაზდებოდი. მით უმეტეს, ისინი რომ სახლში მოსულიყვნენ, მერე რა უნდა მექნა? სანაცვლოდ, სკაილერს ბოზს ეძახიან და უოლტერ უაითს, რომელმაც საშინელი რაღაცები ჩაიდინა, არავინ საყვედურობს, რადგან მას "მაგარ მამად" მიიჩნევენ". — ItsYaGirlIsabel.

2. გუინევირ ბეკი — You

ფოტო: Netflix

"მაყურებლები ბეკის მიერ ჯოს ღალატს პრობლემურად მიიჩნევენ მაშინ, როცა არავინ საყვედურობს ჯოს იმის გამო, თუ როგორ მოექცა (უღალატა) კარენს. რატომღაც, ჯომ არ დაიმსახურა ღალატი, თუმცა ბეკი სიკვდილის ღირსი იყო. ჯოს ღალატი მისაღებია მაშინ, როცა ამის გამო ბეკს კიცხავენ და მათ შორის ერთადერთი განსხვავება გენდერია. მაყურებლები ჯერ კიდევ უჭერენ მხარს ჯოს, რომელმაც ბეკზე 10-ჯერ მეტი საშინელება ჩაიდინა". — shedontknowjack.

3. პემ ბიზლი — The Office

ფოტო: NBC

"ხალხი ხშირად ამბობდა, რომ პემს საკუთარ თავზე ფიქრის ნაცვლად, ჯიმის Athlead-თან დაკავშირებული გეგმებისთვის უნდა დაეჭირა მხარი იმიტომ, რომ ჯიმი მას დაეხმარა მაშინ, როცა ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა ეს იქამდე იყო, სანამ მათ შვილები ეყოლებოდათ...პემი ორ შვილს მარტო უვლიდა და ზრდიდა, რაც დამღლელია. ამასთან, ჯიმი ყოველთვის პემის დაუკითხავად მოქმედებდა (სახლის ყიდვა, Athlead-ში მუშაობის დაწყება) და ხალხი პემს აკრიტიკებდა, როცა ამის გამო ბრაზობდა. სხვა თუ არაფერი, პემი ძალიან მომთმენია და ცუდია, რომ ნებისმიერი მიზეზის გამო ასეთ კრიტიკას იმსახურებს". — Belleina.

4. დაიანა ნუენი — BoJack Horseman

ფოტო: Netflix

"იუთუბზე BoJack-ის ერთ ვიდეოსაც კი ვერ ვუყურებ ისე, რომ კომენტარებში არ წავიკითხო, თუ როგორ ლანძღავს უამრავი ადამიანი, ძირითადად კაცები, დაიანას. ვერ ვიგებ, თუ რატომაა ყველაზე საშინელი გმირი დაიანა იმ სერიალში, რომელიც მენტალურად განადგურებული ადამიანებითაა სავსე. ძალიან რეალისტური და ნაცნობი პერსონაჟია ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის". — npcth0tb0t.

5. ემი დანი — Gone Girl

ფოტო: 20th Century Fox

"ავტორმა გილიან ფლინმა ისიც კი თქვა, რომ ხალხს ემი მისი ქმედებების გამო სძულს, თუმცა მის მაგივრად კაცი რომ ყოფილიყო, მხარს დაუჭერდნენ. მან რაღაც ასეთი თქვა: 'ემი მოსაწონი პერსონაჟი არაა, მაგრამ ეგრე არც The Sopranos-ის პერსონაჟი კაცები უნდა მოგვწონდეს". —everythinglatte.

6. ბეტი დრეიპერი — Mad Men

ფოტო: Lionsgate

"ბეტი დრეიპერი სამუდამო ახალგაზრდობაშია გამომწყვდეული იმ სამყაროს მიერ, რომელმაც გააჩინა. ასწავლიდნენ, რომ მისი ერთადერთი ღირსება მომხიბვლელობა და კაცებისთვის გამოსადეგობაა, თავად მისი საჭიროებები კი მეორეხარისხოვანი იყო. ის ვერასდროს გაიზარდა, რადგან არ ესმოდა, თუ ვინ იყო. ეს მას აბრაზებდა, თუმცა ეს ბავშვის ბრაზი იყო, რომელმაც არც კი იცის, თუ რის გამოა ნაწყენი. ბეტის გამორკვევის მომენტიც ჰქონდა, თუმცა კვლავ საკუთარ თავს უბრუნდება და პიროვნულად ვერ იზრდება. ბეტი ფსიქო-სოციალური შედეგია იმ საზოგადოების, რომელიც ქალებს დეკორატიულ არსებებად მოიაზრებს და მათ გრძნობებს, ინტერესებსა და აზრებს არაფრად აგდებს". — Heavy_Mycologist_104.

7. კორა — Legend of Korra

ფოტო: Nickelodeon

"შეუპოვარი, მეამბოხე სულის მქონე ადამიანის ტროპს პერსონაჟ კაცებში ხშირად იყენებენ და ამის გამო პერსონაჟი და მისი განვითარება მუდამ ქების ღირსია. თუმცა როგორც კი იმავე თვისებების მქონე პერსონაჟი ქალი გამოჩნდება, როგორიც კორაა, ის ზედმეტად მბრძანებლური ხასიათის, ეგოისტ ან არარეალურ გმირად მიიჩნევა". — emobeamo.