ოფიციალურად, დღეიდან ჯეკ დორსი ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორი აღარ იქნება. მის ადგილს კომპანიის CTO პარაგ აგრავალი დაიკავებს.

ტვიტერის დამფუძნებლმა და შემქნელმა, ჯეკ დორსიმ, ამ ამბის შესახებ ტვიტერის მეშვეობით გვამცნო და თავის ტვიტს ის მეილიც დაურთო, რომელიც თანამშრომლებს სიტუაციის ასახსნელად და გაუგზავნა.

მეილიდან ვიგებთ, რომ აგრავალი ახალ აღმასრულებელ დირექტორად ანონიმურად ბორდის მიერ აირჩა. ჯეკ დორსის თქმით, აგრავალის კანდიდატურა მან პირადად აირჩია.

რატომ ტოვებს ის კომპანიას? — დორსი განმარტავს, რომ მისი აზრით, ტვიტერის დამაარსებლის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობა კომპანიისთვის გარკვეულწილად შემაფერხებელია. მისი თქმით, წასვლის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. დორსი ბორდში პოსტის გადაბარების პროცესის დასრულებამდე დარჩება, შემდეგ კი კომპანიას სრულად ჩამოშორდება.

"ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ ტვიტერი იყოს ყველაზე გამჭვირვალე კომპანია სამყაროში", — აღნიშნავს ჯეკ დორსი იმეილის ბოლო ნაწილში.

ბოლო პერიოდში ტვიტერის მეწილეებმა ჯეკ დორსი რამდენჯერმე გააკრიტიკეს, რადგან ის ორი გიგანტი კომპანიის დირექტორობას ითავსებდა. დორსი Square-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა. მეწილეები თვლიდნენ, რომ ორი კომპანიის დირექტორობას ის მარტო სათანადოდ ვეღარ უძღვებოდა.