Android-ის ეკოსისტემაში არსებული პროგრამებისა და აპლიკაციების პატენტებთან დაკავშირებული სასამართლო დავების შესამცირებლად Google-მა 8 კომპანია ლიცენზიების გაზიარების ხელშეკრულების ქვეშ გააერთიანა.

PAX ანუ "ანდროიდის გაერთიანებული ლიცენზიათშორისი შეთანხმება" საჯარო ლიცენზიაა და ფარავს ანდროიდისა და გუგლის აპლიკაციებს, რომლებიც ამ სისტემის ტელეფონებს წინასწარ დაყენებული მოჰყვება.

საწყის ეტაპზე PAX-ს ხელი, გუგლთან ერთად, 8 კომპანიამ მოაწერა, ესენი არიან: Samsung, LG, HTC, Foxconn, Coolpad, BQ, HMD Global და Allview. აღნიშნული კომპანიები ჯამში 230 ათას პატენტს ფლობენ. ამ პატენტების ერთმანეთისა და მცირე ზომის დეველოპერებისთვის უფასოდ გაზიარება, ანდროიდის ეკოსისტემის და მისი წევრი კომპანიების მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.