თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერისა და მოადგილეების კანდიდატები წარადგინა. როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, ვიცე-მერის პოზიციას კვლავ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. ნახეთ მოადგილეების კანდიდატები:

  • მერის მოადგილე — ილია ელოშვილი;
  • მერის მოადგილე — ირაკლი ბენდელიანი;
  • მერის მოადგილე — ანდრია ბასილაია;

კალაძემ, ასევე, წარადგინა მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატებიც:

  • მერიის ადმინისტრაცია — ვალერი ჭიღლაძე;
  • ინსფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური — გიორგი აბუთიძე;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური — ვახტანგ ლომჯარია;
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური — გიგა გიგაშვილი;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური — ირაკლი გვილავა;
  • იურიდიული საქალაქო სამსახური — სერგო ბირკაძე;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური — გელა ჩივიაშვილი;
  • მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური — გიორგი პაპავა;
  • საფინანსო საქალაქო სამსახური — გაიოზ თალაკვაძე;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური — ნიკოლოზ ჭონქაძე;
  • მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახური — კახა გულედანი.

თბილისის მერის განცხადებით, წარდგენილი კანდიდატები საკუთარი საქმის "გამორჩეული მცოდნე და ერთგულები" არიან და ზუსტად იციან, "თბილისელების ყოველდღიური კომფორტის უზრუნველსაყოფად" რამხელა მნიშვნელობა აქვს აღნიშნული სტრუქტურების გამართულ მუშაობას.

"მათ ისიც კარგად იციან, რომ მიუხედავად ჩემი პირადი ადამიანური ურთიერთობისა, ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელსაც უხელმძღვანელებენ, ჩვენ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს", — აღნიშნა მან.