რას ვითვალისწინებთ ბიზნესის დაწყებისას — ტენეს რჩევები დამწყები ბიზნესებისთვის
კომპანია ტენეს უკვე მთელს საქართველოში შეხვდებით. დაახლოებით 5 წლის განმავლობაში სტარტაპმა მოახერხა და ჯამში 100 000-მდე დამტენი გაყიდა. როგორც მისი დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი გვიყვება, პირველ წელს მხოლოდ 3000 ერთეულის რეალიზაცია მოახერხეს, დროთა განმავლობაში კი გაყიდვებმა მკვეთრად მოიმატა. ეს ძირითადად რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა, მათ შორის: აქტიური ციფრული მარკეტინგის, ეკოლოგიური მიმართულების ელემენტის დამატების და იმის, რომ პროდუქტი არც მეტი, არც ნაკლები, უკვე საქართველოში მზადდება. ტენეს დღემდე დაახლოებით $100 000-ის ინვესტიცია აქვს მოზიდული, თუმცა ამაზე არ ჩერდებიან და მათი მომხმარებელი სამომავლოდ დამტენის გარდა, უკვე სხვადასხვა ქართულად დაბრენდილ პროდუქტსაც იხილავს. დამწყები ბიზნესებისთვის რჩევები სწორედ სანდროსგან მოვისმინეთ, რომელმაც მისი ხედვები სხვადასხვა მიმართულებით გაგვაცნო:
"პირველ რიგში, ყველაზე დიდ ყურადღებას ციფრულ სამყაროს და ონლაინ სივრცეს მივაქცევდი. დღეს არსებული ტრადიციული საშუალებები, როგორიცაა Facebook ads, Google ads და Instagram უკვე ძვირადღირებული პლატფორმები გახდა. გაიზარდა კონკურენცია, აქტიურობა და შესაბამისად ამ არხებზე რეკლამის განთავსებაც გაძვირდა. ძალიან ეფექტური კამპანია უნდა გქონდეს, რომ Facebook-ზე ბევრ მომხმარებელს მისწვდე. ჩვენი ახალი აღმოჩენა Tiktok-ია, რომელიც ამ მიმართულებით ახლახან გააქტიურდა. ბევრი ამ პლატფორმას სერიოზულად არ უყურებს, თუმცა ეს სოც.ქსელი მარტივი და ეფექტური გამოსაყენებელია. ძალიან დიდი რესურსები დავხარჯეთ Facebook-ზე, Tiktok-მა კი პრაქტიკულად უფასოდ, 5-ჯერ მეტი შედეგი მოგვცა, ამიტომ ჩემი პირველი რჩევა სწორედ ამ პლატფორმის გამოყენება იქნება", — ამბობს სანდრო.
რაც შეეხება პროდუქტს და მომსახურებას, აქ რა უნდა გაითვალისწინონ ბიზნესებმა, რათა მომხმარებლების ყურადღება მიიქციონ?
ტენედან გამომდინარე ვიტყვი, რომ უკეთესი იქნება თუ სრულიად ახალ პროდუქტს ან სერვისს შექმნიან. ჩვენ სათადარიგო ნაწილებს ვყიდულობთ, შემდეგ ერთმანეთთან ვაკავშირებთ და შედეგად, ახალი პროდუქტი იქმნება, რომლის გასაყიდი ღირებულებაც საკმაოდ გაზრდილია. ვურჩევდი ისეთ სექტორში შევიდნენ, სადაც მაღალი მოთხოვნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეკლამა და ცნობადობის გაზრდა ძალიან ძვირი დაუჯდებათ სტარტაპერებს, გაყიდვებმაც შეიძლება დიდ მასშტაბებს ვერ მიაღწიოს. ვფიქრობ, ყველაფრის კომბინაციაა საჭირო: კარგი ფასის, საინტერესო/ცნობადი ნივთის და სწორი სარეკლამო პლატფორმის.
რამდენად დაეხმარა ტენეს განსაკუთრებული სოციალური მისიის შეთავსება? თქვენ გამოყენებული პლასტმასის ბოთლების თავსახურს საწარმოო მასალად ხმარობთ, მათ მომწოდებლებს კი დამტენით აჯილდოებთ. რა შეიცვალა ამ ინიციატივის შემდეგ?
ეკოლოგიაზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობის აღება ძალიან მომგებიანია. მსგავსი ინიციატივა აუცილებლად დადებითად აისახება დამწყებ ბიზნესზე. ეს იმდენად საინტერესო საკითხებია საზოგადოებისთვის, რომ ამით უამრავი საინფორმაციო საშუალება და არხი ინტერესდება, რაც საბოლოო ჯამში ცნობადობის გაზრდაში ძალიან დაეხმარება სტარტაპს. იმიჯი კი ფაქტობრივად, ყველაფერს ნიშნავს. ეს უფასო რეკლამა იყო ჩვენთვის.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ბოლო პერიოდში გააჟღერეთ, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა იყო.
ეს იდეა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე. ადრე, როდესაც სხვა ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ხშირად შაბათსაც კი მორიგეობა მიწევდა. არადა, ჩემს გეგმას ხშირად, 4 დღეშიც ვასრულებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჯარში დავდიოდი და ეს არ მსიამოვნებდა. მინდოდა, რომ იგივე ვალდებულებისგან ჩემი თანამშრომლები გამეთავისუფლებინა და სწორედ ამიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი. ახლა ისინი დღეში 8-ის ნაცვლად 10 საათს მუშაობენ, თუმცა შედეგად, 1 დამატებითი თავისუფალი დღე გამოუჩნდათ. მოტივაცია ძალიან გაიზარდა, პირად ცხოვრებას დიდ დროს უთმობენ, უქმად დროს არ კარგავენ და შედეგიანობა, ფაქტობრივად გაორმაგებულია.
თუ თქვენც გაქვთ იდეა და ფიქრობთ საკუთარი საქმიანობა წამოიწყოთ, მაშინ საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი დაგაინტერესებთ. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები