გაუგებარია, რას დაეფუძნა მოსამართლის გადაწყვეტილება — პროკურატურა ზვიადაურის გათავისუფლებაზე
პროკურატურის განცხადებით, გაუგებარია, რა გარემოებებით იხელმძღვანელა მოსამართლემ, როცა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო. ზვიადაურთან ერთად გათავისუფლდა იგივე საქმეზე დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილიც.
"საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან [...]
აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში", — წერია განცხადებაში.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.
წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ზვიადაური თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, ზვიადაური სასამართლოს დარბაზიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თელავის რაიონულმა სასამართლომ 18 აგვისტოს შეუფარდა. დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას გირაოსა და პირადი თავდებობის სანაცვლოდ ითხოვდა. კერძოდ, ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, ასევე, თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები — ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი.
ზურაბ ზვიადაური პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 აგვისტოს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
კომენტარები