სამეფო კარის თამაშების კიტ ჰარინგტონი და The Leftovers-ის ვარსკვლავი ლივ ტაილერი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ.

გულშემატკივრებს ამის შესახებ ტაილერმა საკუთარი ინსტაგრამიდან შეატყობინა.

"მოგესალმებით Gunpowder-ის გადასაღები მოედნიდან, სადაც მე და კიტი 1600-იან წლებში მცხოვრებ უსათვალო ბიძაშვილებს ვითამაშებთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე გამოვიყურებით", - წერს ლივი.

სერიალ BBC იღებს, თუმცა ეთერში გასვლის დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.