შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი ხელახლა დაინიშნა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა არეულობამ ის აიძულა პოსტის დაკავებიდან რამდენიმე საათში გადამდგარიყო.

29 ნომებერს ახალ კენჭისყრაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მაგდალენა ანდერსონი დეპუტატებმა კვლავ აირჩიეს. ის შეეცდება ერთპარტიულ მთავრობას მომავალი წლის სექტემბრის არჩევნებამდე უხელმძღვანელოს.

შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი, მაგდალენა ანდერსონი არჩევიდან 12 საათზე ნაკლებ დროში 24 ნოემბერს გადადგა.

Reuters-ის ცნობით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მისმა პარტნიორმა მწვანეთა პარტიამ ორპარტიული კოალიცია დატოვა, რაც ანდერსონის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა. ამის ნაცვლად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტს.