ბაია პატარაია, ელისო რუხაძე, თოზუ გულმამედლი — კატო მიქელაძის პრემიას წელს სამი გამარჯვებული ჰყავს
კატო მიქელაძის პრემიას წელს სამი გამარჯვებული ჰყავს. სამივე ორგანიზაცია საფარს წარმოადგენს — ბაია პატარაია, ელისო რუხაძე და თოზუ გულმამედლი. პრემიას ქალთა ფონდი საქართველოში ყოველწლიურად, ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს გადასცემს.
პრემიის უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
ბაია პატარაია საფარის ხელმძღვანელია. მისი საქმიანობა მოიცავს ქალების და გოგოების გაძლიერებას, მათთვის თანასწორი, უსაფრთხო გარემოს შექმნას და სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას.
"2011 წლიდან ბაია პროფესიულ ტრენინგებს უტარებს მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს და ადვოკატებს გენდერთან, გენდერულ ძალადობასთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ის არის არაერთი პუბლიკაციის, კვლევის და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორც ეროვნული ექსპერტი. 2014 წლიდან ბაია პატარაია არის არაფორმალური ფემინისტური ჯგუფის ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი და აქტიური წევრი", — წერია ქალთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელისო რუხაძე საფარის იურისტია, სადაც ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების, გოგონების და ბავშვების უფლებებს 2017 წლიდან იცავს.
"ელისოს დიდი წვლილი შეაქვს ქალთა უფლებების დაცვის ჯანსაღი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და ძალადობის დაძლევაში. ის ძალებს არ იშურებს არა მხოლოდ ბენეფიციარი ქალების დასაცავად, არამედ მათი რესოციალიზაციისა თუ ეკონომიკური გაძლიერებისთვის", — ვკითხულობთ განცხადებაში, რომლითაც ის ამ პრემიაზე წარადგინეს.
რაც შეეხება, თოზუ გულმამედლის, მისი აქტივიზმის ძირითადი ნაწილი ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ეხება.
"თოზუმ დააარსა იორმუღანღლოს სათემო ცენტრი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. მას, როგორც აზერბაიჯანელ, მუსლიმ ქალს, არაერთი სირთულე ხვდება, როდესაც ცდილობს დაიცვას საკუთარი და სხვების უფლებები და ღიად ისაუბროს ისეთ თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით ტაბუირებულია აზერბაიჯანულ თემში", — წერს მისი წარმდგენი პრემიაზე.
ბაიას, ელისოსა და თოზუს გარდა წელს პრემიაზე წარდგენილები იყვნენ ესმა გუმბერიძე, ლეილა სულეიმანოვა, ლიკა წულეისკირი, მერი არხოშაშვილი, ნინო ბაისონაშვილი, რუსა სახეჩიძე, ქეთევან შუბაშვილი.
წინა წლებში კატო მიქელაძის პრემია მიიღეს შემდეგმა ქალმა აქტივისტებმა:
- 2020 წელი — მარიამ ქაჯაია, ქვიარ აქტივისტი;
- 2019 წელი — ხატია ღოღობერიძე, ჟურნალისტი, ამჟამად On.ge-ის მთავარი რედაქტორი;
- 2018 წელი — იდა ბახტურიძე, ქალთა მოძრაობის წევრი. აღსანიშნავია, რომ ამ წელს სპეციალური ჯილდო გადაეცა ტრანსგენდერ აქტივისტს, ნატა ტალიკაშვილს;
- 2017 წელი — ქეთევან ხიდაშელი, ორგანიზაცია ქალები რეგიონის განვითარებისთვის დამფუძნებელი;
- 2016 წელი — ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე;
- 2015 წელი — ლია უკლება, ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი;
- 2014 წელი — მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდის ტასო გენერალური დირექტორი;
- 2013 წელი — ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები