პირველ დეკემბერს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. ამასთან, შესაძლებელია მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.