სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი დატოვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხდომა მის გარეშე გაგრძელდება.

თავდაპირველად სასამართლო ნახევარსაათიანი შესვენების გამოცხადებას აპირებდა, რომ სააკაშვილს დაესვენა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ სააკაშვილი დარბაზს დატოვებდა. მოსამართლეებმა ადვოკატებს ჰკითხეს, ექსპრეზიდენტის გარეშე გააგრძელონ თუ არა პროცესი, პასუხად ბექა ბასილაიამ თქვა, რომ იმ შუამდგომლობების განხილვა რაც დღეს აქვთ, სააკაშვილის გარეშეცაა შესაძლებელია

ამ ეტაპზე 15-წუთიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაცც პროცესი განახლდება და როგორც მოსამართლეებმა თქვეს, 5 საათამდე გაგრძელდება.

მოსამართლეთა კოლეგია დღეს, 29 ნოემბერს 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს. სხდომაზე სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს, რომელზეც მან სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა.

გაიგეთ რაზე ისაუბრა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე: