სპეციალურად ქართველი სტუდენტებისათვის ფრანგული უნივერსიტეტი Audencia Business School (აუდენციას ბიზნეს სკოლა) გეგმავს ვებინარის ჩატარებას, სადაც დაინტერესებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ უნივერსიტეტის პროგრამების მიმოხილვასა და შეთავაზებებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები უნივერსიტეტის წარმომადგენელს სანდრა მანრიკს. ვებინარის მთავარი თემაა "კარიერული წინსვლა აუდენციას დახმარებით".

ვებინარი გაიმართება 2 დეკემბერს, 17:00 საათზე ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრ LEAF-თან თანამშრომლობით. ცენტრი ყოველწლიურად მართავს საინფორმაციო სახის შეხვედრებს, ვებინარებსა და განათლების გამოფენებს და სრულიად უფასოდ აძლევს მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სასწავლებლის წარმომადგენლებთან.

ვებინარზე დასწრება არის უფასო. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

აუდენციას ბიზნეს სკოლა საფრანგეთში, კერძოდ კი ქალაქ ნანტში მდებარეობს. უნივერსიტეტი გახლავთ ერთ — ერთი ყველაზე პრესტიჟული მთელს საფრანგეთში და მას გააჩნია როგორც ბიზნეს სკოლა ასევე ე.წ. "Grande Ecole" კომერციის მიმართულებით.

"გრანდ ეკოლის" პროგრამის დიპლომი გამორჩეულია მისი პრესტიჟულობითა და სიძლიერით. გრანდ ეკოლის პროგრამის სფეროებია: მარკეტინგი, ფინანსები, საბანკო სისტემა, ადამიანური რესურსები და საერთაშორისო ვაჭრობა. სტუდენტებს, რომლებსაც ზემოთ ნახსენები ფაკულტეტების სწავლის სურვილი აქვთ საფრანგეთში, შეუძლიათ განათლება დასავლეთ ევროპის ერთ — ერთ უძლიერეს ბიზნეს სკოლაში მიიღონ, სადაც საშუალება ექნებათ საბაკალავრო და სამაგისტრო ხარიხსი გაერთიანებულად, 5 წელიწადში მიიღონ.

Audencia Business School მსოფლიოს ბიზნეს სკოლების იმ 1%-ში შედის, რომელთაც სამმაგი აკრედიტაცია აქვთ მიღებული. LEAF რამდენიმე ასეთ ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობს ევროპაში.

უნივერსიტეტში სწავლის მსურველებს აქვთ საშუალება განათლება მიიღონ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებში, როგორებიცაა:

  • მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ბიზნესი
  • საბანკო სისტემა
  • საერთაშორისო ვაჭრობა

მსურველებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები საერთაშორისო ბიზნესსა და მენეჯმენტში.

უნივერსიტეტის საშუალო წლიური საფასური ბაკალავრიატის დონეზე 12 000 ევროს შეადგენს. მაგისტრატურის შემთხვევაში პროგრამების მიხედვით ფასები განსხვავებულია. აღნიშნულ დონეზე სწავლის ფასი 15 000-დან 31 000 ევრომდე მერყეობს წელიწადში. მომავალ სტუდენტებს აქვთ დაფინანსების სხვადასხვა საშუალებით მიღების შესაძლებლობაც.

დაესწარი აუდენციას ბიზნეს სკოლის ვებინარს 2 დეკემბერს, 17:00 საათზე და შეიტყვე მეტი. რეგისტრაცია და დასწრება უფასოა.