ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშივილი საკუთარ სასამართლო პროცესზე გამოსვლისას შეეხო იმ საქმეებსაც, რომელზეც უკვე გასამართლებულია. მისი თქმით, ე.წ. გირგვლიანის საქმეს ეს სახელი "პიარისთვის" დაარქვეს. გარდა ამისა, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მან ამ საქმეზე დაკავებულები კი არ შეიწყალა, არამედ სასჯელი გაუნახევრა.

"ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას — პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ისე დაარქვეს, პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები 2008 წლის ომის შემდეგ. მოხდა ამნისტია სამხედროების — 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი ზოგიერთი ... ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ, ამნისტია კი არ მოხდა, 2-ჯერ შემცირება მოხდა საპატიმრო ვადის. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და მოსამართლემ, ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი უდო-თი და აქედან ერთი მე ახლა მასამართლეს პიჯაკების სამქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?" — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა 7 ნოემბრის საქმის განხილვას ეხება.