არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მინახავს — მემანიშვილი წიწაკის სპრეის გამოყენებაზე
მთაწმინდის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, წიწაკის სპრეი "არ უნახავს" და არ იცის გამოიყენეს თუ არა. როგორც მან მთავარ არხს განუცხადა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წიწაკის სპრეი არ აქვთ.
"არ ვიცი ვერ გეტყვით, არ მინახავს. გზიდან გადაიწიეთ, მე ვმუშაობ, ხელს ნუ მიშლით. ვინ გამოიყენა? საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ ეგ. არ ვიცი, არ ვიცი [ვინ გამოიყენა]", — ეუბნება მემანიშვილი მთავარი არხის ჟურნალისტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ადგილზე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები. ადგილზე მყოფები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ პოლიციამ სპრეი შეასხა, მათ უჭირთ სუნთქვა და სტკივათ თვალები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაკავებული აღმაშენებლის გამზირზე. გოგა მემანიშვილის განცხადებით, მათ ადმინისტრაციული წესით 173-ე მუხლით აკავებენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ მუხლით დააკავეს ოპოზიციონერი გიგი უგულავაც.
მიხეილ სააკაშვილი დღეს თავის სასამართლო პროცესს ესწრება. დღეს სასამართლო 7 ნოემბრის საქმეზე მსჯელობს. სააკაშვილის პროცესის პარალელურად ოპოზიციამ აქცია დააანონსა. იქამდე, კი თავად ექსპრეზიდენტმა მოუწოდა მხარდამჭერებს ამ დღეს შეკრებისკენ.
ამ სხდომამდე სააკაშვილს სამჯერ უთხრეს უარი საკუთარ პროცესზე დასწრებაზე, მიზეზად იუსტიციის სამინისტრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას ასახელებდა. საერთაშორისო პარტნიორები, უფლებადამცველები, ომბუდსმენი, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება.
22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, ის შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიეყვანათ.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები