პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ. რაც შეეხება მოსახლეობის კატეგორიას, ღარიბაშვილის თქმით, კაზინოებში ვერ ითამაშებენ:

  • სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
  • საჯარო მოხელეები — პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა ჯამში ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს ექნება შეზღუდული. მთავრობა, ასევე, უცხოეთში აზარტული თამაშებისთვის თანხის გადარიცხვის შეზღუდვას გეგმავს.

კანონის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული პაკეტი საკანონმდებლო დონეზე უკვე მომზადებულია.

მისივე თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებილი იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.