ცენტრ ეპმათიას ხელმღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი , რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება გრძელვადიანი სტაცონარული მკურნალობა და რეაბილიტაცია. ის მიიჩნევს, რომ ციხის სისტემაში ყოფნა შეუთავსებელია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან.

"მე პირადად და ჩვენს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ვინაიდან, ციხეთა სისტემაში მოხდა მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰყვა როგორც ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება და შიმშილობის გახანგრძლივებას მოჰყვა ნეირო ენცეპალოპათია. ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ რეაბილიტაციას და მკურნალობას", — განაცხადა ჯიშკარიანმა.

ის დღეს ე.წ. ალტერნატიული კონსილიუმის წევრებთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მისი თქმით, მიუხედავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასე უპასუხა მან კითხვას, შეუძლია თუ არა ექსპრეზიდენტს საკუთარ სასამართლო სხდომაზე დასწრება.

"მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტავს მხოლოდ ის", — განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ხვალ, 29 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. აქციის პარალელურად ოპოზიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია დააანონსა. იქამდე, თავად სააკაშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს შეკრებისკენ. ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა იუსტიციის სამინისტრო მას საკუთარ სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალებას.

22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.

ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას.

გაიგე მეტი: