გუშინ, 27 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკიდან ამსტერდამში ჩასულ მგზავრებს შორის 13 კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი დაუდასტურდა. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ორი სხვადასხვა რეისით ჩასულ მგზავრებს შორის 61-ს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ დრომდე მიმდინარეობდა კვლევა, იყო თუ არა მათ შორის ახალი შტამი. 61-ვე მგზავრი გუშინ, აეროპორტის მიმდებარე სასტუმროში, კარანტინში გადაიყვანეს.

25 ნოემბერს სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ განაცხადეს. B.1.1.529-ად წოდებულ ახალ შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონი შეარქვა.

გაიგე მეტი: