ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რომელმაც ამ სამიტს რუსეთის ქალაქ სოჭში უმასპინძლა, კომისია წლის ბოლომდე შეიქმნება.

ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ვალდებულება აიღეს რომ "გადადგან ნაბიჯები, რათა გაზარდონ სტაბილურობა და უსაფრთხოება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე". სამიტს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მეორე ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე სასიკვდილო შეტაკებები უძღოდა წინ.

სამიტის დიდი ნაწილი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მხრიდან მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობოების მისიის ქებას დაეთმო — მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში სასიკვდილო ინციდენტებისა.

ფაშინიანმა და ალიევმა პირდაპირ არა, თუმცა პუტინთან საუბრის დროს ერთმანეთს შენიღბულად გამოუჩინეს კლანჭები. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს "სამშვიდობო შეთანხმება" შესთავაზა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებას მოიცავდა, მაგრამ სომხეთი არ დათანხმდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ სომხეთმა "მეზობლურად ცხოვრება" უნდა ისწავლოს.

კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლის ქებისას, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში სიტუაცია "არც ისეთი კარგია, როგორსაც ისურვებდნენ". მან ხაზი გაუსვა თავის უკმაყოფილებას, რომ აზერბაიჯანს კვლავ ჰყავს მათი სამხედრო ტყვეები და ძალა სომხეთის ტერიტორიაზე.

"ის შეიძლება არ იყოს დემარკირებული და დელიმიტირებული, მაგრამ სახელმწიფო საზღვარი მაინც არსებობს", — განაცხადა მან.

ფაშინიანის და ალიევის მორიგი შეხვედრა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში 15 დეკემბერსაა დაგეგმილი.

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსმა და რეგიონული სწავლების ცენტრი დირექტორმა, რიჩარდ გირაგოსიანმა OC Media-ს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო კონკრეტული ვალდებულებები არ ჩამოუყალიბებიათ, სოჭის სამიტი "არსებითი" იყო და შესაძლოა, "წარმატებულადაც" ჩაითვალოს.

"სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრამ სამხედრო ძალაზე მეტად დიპლომატიური ურთიერთობის საჭირო დაბრუნება აჩვენა", — თქვა მან და ასევ დასძინა, რომ "მინი სამიტი" ღირებული იყო ვლადიმერ პუტინისთვისაც, რადგან ის მანამდე შედგა, სანამ ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა ბრიუსელში, რომელიც სოჭის სამიტამდე იყო დაანონსებული.

"პუტინმა სცადა დაესწრო ევროკავშირისთვის და სოჭი გამოიყენა, რომ რუსეთის, როგორც 2020 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ინიციატორისა და აღმსრულებლის როლი ხელახლა დაემტკიცებინა", — განაცხადა მან.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.