დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორია მუშაობს პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავენ, საქართველოში სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი კორონავირუსის ახალი შტამის არსებობაზე. მისი თქმით, კონკრეტული სივრცეების გამოვლენის შემთხვევაში, იქ უფრო მკაცრი ზედამხედველობა იქნება.

"ჩვენ ვმუშაობთ ლუგარში იმასთან დაკავშირებით, რომ — მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოებთ ზედამხედველობას ქვეყანაში მოცირკულირე შტამებზე და არის გარკვეული ინფორმაციები, თუ სად შეიძლება ეჭვი მიიტანო, რომ ეს შტამი არის თუ არა ეს სამხრეთ აფრიკული, ახალი ანუ, რასაც ომიკრონი დაარქვეს სახელი და იქ გააკეთო შემდგომ სეკვენირება. ამიტომ, ამის პროტოკოლზე მუშაობენ ახლა ჩვენები, სად მივიტანოთ ეჭვი და შესაბამისად, უფრო მკაცრი ზედამხედველობა გვქონდეს", — განაცხადა გამყრელიძემ იმედთან საუბრისას.

ის ყურადღებას ამახვილებს ახალი შტამის — ომიკრონის თვისებებზე.

"წინა შტამებზე უფრო ხანგრძლივი დაკვირვება იყო ხოლმე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მერე ანიჭებდა მას კვალიფიკაციას, ის იყო შემაშფოთებელი, იყო დაკვირვების საგანი თუ ა.შ. ამ შტამს ძალიან სწრაფად მიენიჭა და კლასიფიცირდა როგორც შემაშფოთებელი", — ამბობს გამყრელიძე.

25 ნოემბერს სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ განაცხადეს. B.1.1.529-ად წოდებულ ახალ შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონი შეარქვა.

გაიგე მეტი: