გერმანიაში, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

DW-ის ცნობით, ბავარიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინფიცირებულები 24 ნოემბერს მიუნხენის აეროპორტიდან შევიდნენ ქვეყანაში. მისი თქმით, ისინი ამ დროისთვის იზოლირებული არიან.

ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა დიდ ბრიტანეთშიც. ამასთან, დღეს სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც New York Times წერს, ამ ეტაპზე, უცნობია არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამი — მიმდინარეობს ვარიანტების კვლევა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში სამშაბათს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა.

COVID-19-ის ახალი შტამის გამო ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთხებული შტატები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვას აწესებენ. რეგულაციები დაწესდა საქართველოშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 8 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

გაიგეთ მეტი: