ტყიბულში მიწის მასა ჩამოიშალა. სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, მასაში, სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელს ტყიბულის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა განუცხადა, რომ უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.

On.ge დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. ის იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის ცდილობენ მის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანას. უწყების განცხადებით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება მეორე მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.