დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება.

"ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ახლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ. ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს", — წერს ის.

ხოშტარია 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობდა. მან შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, ამის საფუძველი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა.