"სისტემა კლავს" — ქართული ოცნების ოფისთან აქცია გაიმართა
დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქცია გაიმართა, ადგილზე მობლიზებული იყო პოლიციაც. აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ რუსული რუბლი, რომელზეც გამოსახული იყო მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ასევე, ბანერები წარწერებით — "სახელმწიფოს მტაცებელი მკვლელი ოცნება", "სისტემა კლავს". ისინი ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
მოძრაობა შეცვალეს აქტივისტს, ნიკა ფარულავას პარტიის ოფისთან მიტანილი ჰქონდა ქართული ოცნების მაისური, რომელიც სიმბოლურად წითელ საღებავით იყო დასვრილი. მისი თქმით, ეს მაისური რეჟიმის განსახიერებაა.
"ეს არის რეჟიმის განსახიერება უკვე ქართული ოცნების პარტიის ლოგო და ჩვენ ვიცით რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ქართულმა ოცნებამ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო. დაწყებული, მათ შორის, ლექსო ლაშქარავა, ია კერზაია, ნუგზარ ფუტკარაძე და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს მათი მსხვერპლი მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ კომფორტის ზონა და შეინარჩუნონ ძალაუფლება", — ამბობს ფარულავა.
ნუგზარ ფუტკარაძე ნაციონალური მოძრაობიდან ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19.
ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე 18 ნოემბერს გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას და შსს-ს მაღალჩინოსანს, დავით რიჟვაძეს საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძეზე ზეწოლას ყოფილი ძალოვნები ახდენდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ენმ-მ ბრიფინგის ჩანაწერი გაასაჯაროვა. პარტიის ცნობით, აუდიოში ორი ყოფილი მაღალჩინოსნის, ვაჟა თაბაგიძისა და ბადრი ბაკურიძის, ასევე, ნუგზარ ფუტკარაძის საუბარია ასახული. ჩანაწერებში, რომელიც On.ge-ს პარტიიდან მიაწოდეს, ისმის, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრს ჩვენთვის უცხო პირები "ნეიტრალურობას" სთხოვენ — ის ამბობს, რომ ვერ გააკეთებს განცხადებას ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე და სხვა ოპოზიციაში ვერ გადავა. პასუხად, კი იღებს, რომ სხვა ოპოზიციაში კი არა, "ნეიტრალურში გადავიდეს".
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები