დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 157, ხოლო გარდაიცვალა 61 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის, 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,59%, ბოლო 14 დღის — 9,01% ხოლო 7 დღის მანძილზე — 9,03%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 835 306-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 11 871 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილის — 1 550;
  • აჭარა — 164;
  • იმერეთი — 766;
  • ქვემო ქართლი — 225;
  • შიდა ქართლი — 345;
  • გურია — 137;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 333;
  • კახეთი — 257;
  • მცხეთა-მთიანეთი — 105;
  • სამცხე-ჯავახეთი — 139;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951 საიდანაც: 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 654, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 371.

1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 41 269 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 56 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 42 221.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: