COVID-19-ის ახალი შტამის გამო ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთხებული შტატები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვას აწესებენ.

სამხრეთ აფრიკაში სამშაბათს კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი, რომელსაც ომიკრონი დაარქვეს, შეშფოთების საგნად გამოაცხადა.

B.1.1.529-მა თავდაპირველად ყურადღება მუტაციათა დიდი რაოდენობის გამო მიიპყრო, მისი წვეტის ცილა კი განსხვავდება იმ ვერსიისაგან, რომლის მიზანში ამოღებაც ვაქცინას შეუძლია. ინგლისის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით, შიშობენ, რომ ვარიანტი მეტად გადამდებია და შესაძლოა, იმუნიტეტსაც დაუსხლტეს ხელიდან, რაც ვაქცინაციის პროგრამას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.

BBC-ის ცნობით, ვარიანტს ჯამში 50 მუტაცია აქვს, 30-ზე მეტი კი მის წვეტის ცილასთანაა კავშირში, რომელსაც ვირუსი ჩვენს უჯრედებში შემოსაღწევად იყენებს. ეს უკანასკნელი სწორედ ის ცილაა, რომელსაც ვაქცინების უმეტესობა იღებს სამიზნეში.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, რომელიც სამხრეთ-აფრიკის მეცნიერებმა წარმოადგინეს ხუთშაბათს, იგი ქვეყნის პროვინციებში უკვე გავრცელდა. აქ B.1.1.529-ის დაახლოებით 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა შტამი ბოტსვანასა და ჰონგ-კონგშიც (ამის მიზეზი სამხრეთაფრიკელი მგზავრი უნდა ყოფილიყო) შენიშნეს. ბრიტანეთში ჯერჯერობით ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

გაიგე მეტი: