თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტაქსი ქვეითს დაეჯახა. ქალი საავადმყოფოში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, საღამოს საათებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.