ქვიზი: შენი მონაცემები ინტერნეტში — რა იცი უსაფრთხოებაზე
ადამიანები ინტერნეტში სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ. ინტერნეტი 21 საუკუნის ვირტუალურ სამყაროდ იქცა, სადაც ისევე ვიქცევით, როგორც რეალურ ცხოვრებაში — ყოველდღიურად ვუზიარებთ აზრებს ახლობლებსა თუ სოციალურ ქსელში მყოფ სხვა მეგობრებს. ინტერნენეტის მეშვეობით ვყიდულობთ ნივთებს, ვუყურებთ ფილმებს, ვკითხულობთ წიგნებს და ა.შ. მეორე მხრივ კი, ინტერნეტის მოხმარების ყოველი წუთით სხვადასხვა კომპანიისთვის ახალ მონაცემებს ვქმნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ კიბერთაღლითები, რომელთაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მონაცემების არაკეთილსინდისიერად გამოყენება შეუძლიათ.
რამდენად სწორად მოიხმართ ინტერნეტს? რამდენად ფრთხილი ხართ პირადი მონაცემების გაზიარებისას და უბრალოდ, რამდენად შეგიძლიათ ეს სივრცე უსაფრთხოდ გამოიყენოთ. ამ ყველაფრის გარკვევაში ქვემოთ მოცემული ქვიზით დაგეხმარებით.
ქვიზი: შენი მონაცემები ინტერნეტში — რა იცი უსაფრთხოებაზე
ტესტის დაწყება1 / 10 რა სიმბოლოებისგან უნდა შედგებოდეს პაროლი?
- საუკეთესო პაროლი საკუთარი სახელი და გვარია
- პაროლი ერთ დიდ ასოს, რამდენიმე რიცხვსა და სიმბოლოს მაინც უნდა შეიცავდეს, რათა დაცული იყოს
- პაროლად ყველგან ჩემ დაბადების წელს ვაყენებ
- ჩემი ძაღლის სახელი საუკეთესო პაროლია
2 / 10 რას უნდა დავაკვირდეთ, როდესაც სმარტფონში რაიმე აპლიკაციას ვაყენებთ?
- აპლიკაციის გადმოწერამდე უნდა შევამოწმოთ ყველა ზემოთჩამოთვლილი ნიუანსი
- Play Store-ში ან App Store-ში დაწერილ შეფასებებს
- ამ შემთხვევაში აპლიკაციის ვიზუალი და აღწერა უმთავრესია
- თუ აპლიკაციას 5-დან 5 ვარსკვლავი აქვს, მაშინ ის სანდოა
3 / 10 ვის შეიძლება გადავცეთ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია (პაროლები, ბარათის მონაცემები და ა.შ.)
- ჩემი პირადი ინფორმაცია და მონაცემები მხოლოდ მშობლებმა იციან
- პირადი ინფორმაციისა და მონაცემების გაცემა არავისზეა რეკომენდებული, მშობლებზეც კი
- ჩემი პირადი ინფორმაციის მესაიდუმლე წყალია
- პირად ინფორმაციას მხოლოდ მეგობრებს ვუზიარებ
4 / 10 რა ინფორმაციას გაუზიარებდი იმეილზე მოსული უცხო შეტყობინების ავტორს, რომელიც გამდიდრებას გპირდება
- დავაკვირდებოდი მეილის წარმომავლობას და საჭიროების შემთხვევაში ყველანაირ ინფორმაციას მივაწვდიდი
- თუ საუბარი კარგ საჩუქარზეა, მაშინ ლინკებს მაინც შევამოწმებ
- უცხო მეილების გახსნა საფრთხისშემცველია და ლინკებზე გადასვლით თაღლითებს პირადი ინფორმაციის მოპოვებაც შეუძლიათ
- ასეთი მეილი ერთხელ გავხსენი, ანგარიშის ნომერი მივეცი და მილიონი მართლა მოვიგე
5 / 10 სად ჯობია პაროლებისა და სხვა სენსიტიური ინფორმაციის შენახვა
- პაროლები ხელის გულზე მაქვს ჩამოწერილი
- პაროლებს ვორდის ფაილში ვინახავ და დესკტოპზე მიგდია
- პაროლებს მეგობრის ჩათში ვაგზავნი, უცებ რომ ვიპოვო ხოლმე
- პაროლების შესანახად რომელიმე დაცული აპლიკაციის, მაგალითად BitWarden-ის გამოყენება ჯობია
6 / 10 რომელი მესენჯერის გამოყენება ჯობია უსაფრთხო მიმოწერისთვის
7 / 10 რა ფუნქციებზე წვდომის უფლება უნდა მივცეთ გადმოწერილ აპლიკაციებს
- კარგ აპლიკაციას მთელ ცხოვრებასაც დავუთმობდი
- მოთხოვნებისა და აპლიკაციის წარმომავლობიდან გამომდინარე ყველა ფუნქციაზე წვდომას ინდივიდუალურად ვარჩევ
- ამას არასდროს დავკვირვებივარ, ალბათ ყველაფერზე
- ასეთი რამ თუ არსებობდა საერთოდ არ ვიცოდი
8 / 10 ამ ბრაუზერებიდან რომელში არ შეუძლია ინტერნეტ პროვაიდერს თქვენი აქტივობის ნახვა
9 / 10 რა ინფორმაციას უზიარებ Facebook-ს
- Facebook-ზე მთელი ჩემი პირადი ინფორმაცია მაქვს განთავსებული
- რა აზრი აქვს ინფორმაციის დამალვას?
- Facebook-ს მხოლოდ საბაზისო ინფორმაციას ვაწვდი
- Facebook-მა უფრო მეტი იცის ჩემზე ვიდრე მე
10 / 10 რაში შეუძლიათ კომპანიებს შენი ინფორმაციის გამოყენება
- ჩვენს პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით კომპანიებს სესხების გამოტანა შეუძლიათ
- კომპანიები ჩვენ ინფორმაციას რეკლამების, კონტენტისა და სხვა უამრავი მასალის შერჩევისთვის იყენებენ
- კომპანიები ჩვენს ინფორმაციას უსაფრთხოებისთვის საგულდაგულოდ ინახავენ და მათ არაფერში იყენებენ
- კომპანიები ჩვენს პირად ინფორმაციას საერთოდ არ აგროვებენ
მონაცემებს ხშირად თანამედროვე სამყაროს ნავთობსაც უწოდებენ. თუ გსურს მეტად გაერკვე იმაში, თუ რას გასცემ ინტერნეტში, ან რისი მიღება შეგიძლია, თუ მონაცემების შესახებ მეტს ისწავლი, 7-11 დეკემბერს DataFest Tbilisi იმართება. ეს ყოველწლიური ღონისძიება ამ მხრივ ცოდნას კიდევ უფრო გაგიღრმავებს.
კომენტარები