არასდროს ყოფილა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის — მოსამართლე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თეა ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღეს არის. მან აღნიშნა, რომ 20 წელზე მეტია მუშაობს.
"მინდა გითხრათ, რომ 1999 წელს, როდესაც დაიწყო ზოგადად სასამართლო სისტემის რეფორმირება, ვიყავი სისტემაში. ბოლო წლებში, მაინც ხაზს ვუსვამ, განხორციელებულმა სასამართლო რეფორმებმა უდავოდ გააძლიერა სასამართლო ინსტიტუცია. სასამართლო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის", — განაცხადა ძიმისტაშვილმა შესავალ სიტყვაში.
მოგვიანებით, ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭავარიანმა მას ჰკითხა, რით განსხვავება მისი საქმიანობა 2012 წლამდე პერიოდსა და დღევანდელ ვითარებას შორის. ძიმისტარაშვილმა განაცხადა, "მოსამართლე უნდა ემორჩილებოდეს კანონს, კანონი იყო შემზღუდველი [2012 წლამდე]". მისი თქმით, ბოლო წლებში მოსამართლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო გაიზარდა. მაჭარაშვილი ჩაეკითხა, გარდა კანონმდებლობისა, იყო თუ არა სხვა რაიმე განსხვავება ამ ორ პერიოდს შორის, რაზეც ძიმისტარაშვილმა ასე უპასუხა:
"არა, როგორც ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას, ისე ვახორციელებ დღესაც".
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პათოსი ჰქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, ნინო სანდოძეს. ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა მას ჰკითხა, მისი მსჯელობა გულისხმობდა თუ თუ არა იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული კანონმდებლობა ზღუდავდა მოსამართლეს მიეღო მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, რაზეც სანდოძე დაეთანხმა.
გაიგე მეტი:
- შეუშვებს თუ არა სხდომაზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი ადვოკატს მაისურზე წარწერით "კლანი უნდა წავიდეს"
- კანონდარღვევაა თუ არა, რომ სააკაშვილი სასამართლოში არ მიიყვანეს — უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის პასუხი
- გავლენიანი ჯგუფი არც წინა ხელისუფლების დროს და არც დღეს არ არსებობს — მოსამართლე ე.წ. კლანზე
მეორე დღეა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. აღსანიშნავია, რომ, შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხებოდა. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. ამის მიუხედავად, პარლამენტმა სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი უვადოდ დაამტკიცა. პარალელურად კი, ქართული ოცნება აცხადებდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მათი მხრიდან სრულდება. იმის საილუსტრაციოდ, რომ შეთანხმებაში ნამდვილად ეწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნებისგან თავის შეკავების შესახებ, ამერიკის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც შეთანხმების ეს ნაწილი ყვითლად არის გახაზული.
ამის შემდეგ იყო ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები ვერ შეასრულა. ჟულიენ კრამპის თქმით, ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარს ამბობენ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ არის.
ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი რისკის ქვეშ დააყენა.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები