მიხეილ სააკაშვილი გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა, თქვენ გადაწყვიტეთ, რატომ — ექიმი
მთავრობის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრის, ენდროკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაბრაზებული და აფორიაქებული დახვდა. მესამე პრეზიდეტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, მან, ასევე, თქვა, რომ პოსტ შიმშილის პერიოდი 99%-თ, მშვიდად ყველანაირი ექსცესების გარეშე გავლილია.
"რა გითხრათ, ექიმი ვარ და მეც შემიძლია გამოვხატო ემოციები. დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა. ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რატომ. პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ, არ ვიცი ტელევიზორით თუ იქ, ეს ჩემი პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, მე როგორც ექიმი ამაზე ვბრაზდები. ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წვერებსაც — ორი კვირა მაცადეთ, რომ ეს ადამიანი დავაყენო [ფეხზე]. თუ მართლა, თქვენ ამ ადამიანზე ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა შეეცადეთ და ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან", — განაცხადა გიორგაძემ.
ენდოკრინოლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დამჯერი პაციენტია და ექიმების რეკომენდაციებს იცავს. ის, ასევე, ამბობს, რომ მედიკოსთა რეკომენდაციას თანახმად, პაციენტთან დღეში 3 ვიზიტორზე მეტის შესვლა რეკომენდებული არ იყო. მნახველების ვინაობას თავად საააკშვილი ირჩევდა.
"რაც ამ ადამიანს ინტელექტი და ანალიტიკური ტვინი ჰქონდა, ყველაფერი ადგილზეა. არსებობს კიდევ ასეთი ჯანმრთელობა — მენტალური , როგორც არის სხვა ორგანოები ასევეა მენტალური, ამაზე ლაპარაკობენ, ვარაუდით ვინც ნახა, რომ გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში იყო უკეთესად, თუმცა მე ეს არ ვიცი, მე ამას ვერ შევაფასებ. მე ვარ ენდოკრინოლოგი, მენტალური ჯანმრთრლობის შეფასების კომპეტენცია აქვს მხოლოდ ფსიქიატრს", — აღნიშნა ელენე გიორგაძემ.
19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა.
სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები