პოტერჰედები უკვე შეგუებულები არიან იმ ფაქტს, რომ 7-მა წიგნმა და 8 ფილმმა იმაზე მეტი დაიტია, ვიდრე მათ თვალს შეუძლია აღიქვას. პოტერიადა ოფიციალურად 2011 წელს დასრულდა, როცა საგის მიხედვით გადაღებული ბოლო ფილმი გამოვიდა, თუმცა, ამ უსასრულო და ჯადოსნურ სამყაროში აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ბევრია. ყოველ ჯერზე, როცა ისტორიის აქამდე უცნობ დეტალს ვამჩნევთ, ზუსტად ისეთი აღფრთოვანებით ვუზიარებთ ყველას, როგორც მაშინ, პირველად რომ მოვხვდით პრივიტ დრაივზე.

აი, მაგალითად...

გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს პოტერიადის ფილმებიდან.

1. რონის მანტია ჰარისა და ჰერმიონის მოსასხამებზე გახეხილია, რადგან წიგნებში აღნიშნულია, რომ ის ძმებისგან ერგო

ფოტო: Warner Bros.

2. ჰოგვორტსში კიდია ჰენრი VIII-ის ცოლის, ენ ბოლეინის, პორტრეტი, რომელსაც კუდიანობაში ადანაშაულებდნენ

ფოტო: Warner Bros.

3. ფენიქსის ორდენის ერთ სცენაში ჰოგვორტსის სტუდენტი ეტლში შებმულ თესტრალს ეჯახება, რადგან მას ვერ ხედავს

4. როცა ჰერმიონი ასახელებს, რისი სუნი აქვს სიყვარულის ელექსირს მისთვის, კვამლი ფერს იცვლის. ბოლოს, როცა კვამლი რონის თმის ფერს იღებს, იგი ჩერდება და ბოლო სურნელს აღარ ამბობს

ფოტო: We Heart It

5. სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილში ლეგენდარული ტრიო ტროლს, მაქციასა და დემენტორებს ამარცხებს — ყველა იმ არსებას, რომელსაც პირველ სამ ფილმშიც დაუპირისპირდნენ

6. რეტროსპექტივაში, როცა ჯეიმსი სნეიპს განაიარაღებს, სირიუსი მას აქებს სიტყვებით "ყოჩაღ, ჯეიმს". ზუსტად იმავეს იმეორებს ფენიქსის ორდენში, როცა ამჯერად ჰარი განაიარაღებს სიკვდილის მხვრელს

ფოტო: Warner Bros.

7. შარფის მოხვევის ფორმა პერსონაჟების ხასიათს ასახავს

ფოტო: Warner Bros.

8. სიკვდილის საჩუქრების პირველ ნაწილში ჰერმიონის თმის ზრდა ასახავს, თუ რამდენად შორს მიდიან მეგობრები ჰორკრუქსების ძიებაში

ფოტო: Warner Bros.

9. ფენიქსის ორდენში, როცა ჰარი დამბლდორის არმიას ავარჯიშებს, მას ლუპინის პიჯაკის მსგავსი ჟაკეტი აცვია. ეს მცირე დეტალი დენიელ რედკლიფის იდეა იყო, რადგან ფიქრობდა, რომ ჰარის თავისი საყვარელი პროფესორის მიბაძვა ენდომებოდა

ფოტო: Warner Bros.

10. ცეცხლოვან თასში დამბლდორის კაბინეტში სიკვდილის საჩუქრების სიმბოლო ჩანს

ფოტო: Warner Bros.

11. რეტროსპექტივაში, როცა დამბლდორი ტომ რიდლს სტუმრობს, კედელზე კლდოვანი მთების სურათია. ეს სწორედ ის კლდოვანი მთებია, სადაც, მოგვიანებით, ჰარი და დამბლდორი ერთ-ერთი ჰორკრუქსის მოსაპოვებლად მიდიან

ფოტო: Warner Bros.

12. ამავე სცენაში ტომს ფანჯარაზე 7 ქვა უწყვია, რაც ვოლდემორის 7 ჰორკრუქსზე მიანიშნებს

ფოტო: Warner Bros.

13. სიკვდილის საჩუქრების ბოლო სცენაში ჰარის ნაიარევი იმდენად გაფერმკრთალებულია, რომ თითქმის აღარც ჩანს

ფოტო: Warner Bros.

14. ჰოგვორტსის ბრძოლის წინ პროფესორი სლაგჰორნი წარმატების ელექსირს სვამს

ფოტო: Warner Bros

15. ჰარის და ნევილს ჰოგვორტსის ბრძოლაში თავიანთი მამების სამოსის მსგავსი კოსტიუმები აცვიათ

ფოტო: Warner Bros.

ბონუსი: როცა სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილში ჰარი ცოცხალი აღმოჩნდება, გახარებული ჯორჯი გვერდზე ტრიალდება, სადაც ყოველთვის ფრედი ეგულებოდა

ფოტო: Tenor