ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა. გადაწყვეტილება ცესკომ გუშინ მიიღო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო18 ნოემბერს საუბრობდა, რომ ცესკო გამიზნულად არ ნიშნავდა ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს.

ამის ფონზე ძველი საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ. ოპოზიცია პროცესს აპროტესტებს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მირდატ ქამადაძის განმარტებით, თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, რომ ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.

პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაემტკიცებინა მუნიციპალური ბიუჯეტები ძველი საკრებულოს პირობებში. ის ამბობდა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების შეკრებამდე მიიღოს გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ TI ზუგდიდში ძველი, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებას, დაჩქარებული წესით განიხილოს ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი პრობლემურად მიიჩნევდა.

თუმცა დღეს, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე მაინც დაამტკიცა. ხმაური ბათუმის გარდა ზუგდიდშიც იყო, ბიუჯეტის დამტკიცება იქაც შეძლეს.