ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა — რა წერია დასკვნაში
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრები გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად 23 ნოემბერს იმყოფებოდნენ. ეს ამ კონსილიუმის მესამე შეხვედრაა ექსპრეზიდენტთან. ისინი პირადად გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს და დაასკვნეს, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ექიმები პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კვლავ შეინიშნება სისუსტე და წონასწორობის დარღვევა.
ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოკვეთილი ძირითადი პრობლემებია:
- ფოსფატის დონის შეფარდებითი ვარდნა სისხლში.
ექსპერტთა ჯგუფის ინფორმაციით, ფოსფატის დონე სისხლში 3მმოლ/ლ-დან (რამდენიმე დღის წინ) 1,08 მმოლ/ლ-ამდეა შემცირებული. მათი თქმით, ეს გულისხმობს "პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას".
- ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს.
"გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის, კვების დაწყებისა და თიამინის ინტენსიური შევსების შემდეგ, კრუნჩხვით აქტივობას ადგილი აღარ ჰქონია და პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დასტაბილურდა", — ვკითხულობთ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში.
ისინი აღნიშნავენ, რომ ჩატარებული თავის კტ კვლევა დასკვნის მიხედვით რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებიდან გამომდინარე, კვლევის გადაუდებელი ჩატარება ამ ეტაპზე აუცილებელი აღარაა.
"ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს", — წერია დასკვნაში.
- ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციით, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა, ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრისა და რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვისთვის მკურნალობის პროცესში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.
- ვიტამინების დეფიციტისათვის უნდა გაგრძელდეს მულტივიტამინები.
- საჭიროა ფიზიკური რეაბილიტაცია.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლ ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი. ვიზიტის შემდგომ გამართულ დისტანციურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მამუკა მაჩაიძემ და გიორგი გრიგოლიამ.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-6 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და 50-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.
გუშინ, 24 ნოემბერს, სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა და ენდოკრინოლოგმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობა გეგმის მიხედვით მიდის და მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. მისი თქმით, სააკაშვილს დღეს დილით სიარულის პირველი მცდელობა ჰქონდა, რაც ცოტა გაუჭირდა, თუმცა საღამოს 5 წუთის განმავლობაში დერეფანში გავლა შეძლო. ამასთა, უკრაინელმა დეპუტატმა, ლიზა იასკომ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ 3 კილო დაიკლო და ის კიდევ უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა დღეებში. მისი თქმით, პოსტრამვულ პერიოდში სააკაშვილს სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება არ ეძლევა, რაც ცუდია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები