27 ნოემბერს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თელასი ავრცელებს და მიზეზად "გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს".

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.