ნორვეგიაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციიდან 50 წლისთავის აღსანიშნავად გეი სანტაზე რეკლამა გადაიღეს
ნორვეგიის საფოსტო სერვისმა, Posten-მა, ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციიდან 50 წლისთავის აღსანიშნავად გულის ამაჩუყებელი საშობაო რეკლამა გადაიღო.
რეკლამაში, სახელწოდებით როცა ჰარი სანტას შეხვდა, კლაუსს ის კაცი უყვარდება, რომელსაც ყოველწლიურად სტუმრობს. წყვილი ერთმანეთს პირველად მაშინ ხვდება, როცა სანტა საჩუქარს ოთახში ჩუმად დებს და ის-ის არის, ბუხარში აძრომას აპირებს, რომ ჰარის მზერას აწყდება.
მას შემდეგ, ჰარი ყოველ წელს ელოდება სანტას დაბრუნებას და ყოველ ჯერზე ეს მოლოდინი უსაშველოდ იწელება. ერთ წელს კი, როცა განშორება განსაკუთრებით რთული ხდება, ჰარი სანტას ჩრდილოეთ პოლუსზე გაგზავნილი წერილით სიყვარულში უტყდება.
"ძვირფასო სანტა, ერთადერთი, რაც საშობაოდ მინდა, შენ ხარ" (ალუზია მერაია ქერის ჰიტზე All I want for Christmas is you).
მომდევნო წელს კი, როცა ჰარი სანტას ელოდება, საჩუქარი მის ნაცვლად Posten-ს მიაქვს. თუმცა, როცა ჰარი ამანათების გახსნას იწყებს, ოთახში მოღიმარი სანტა ჩნდება.
"წელს დახმარება ვითხოვე, შენთან რომ ვყოფილიყავი", — ეუბნება სანტა ჰარის მზრუნველობით.
რეკლამის ბოლოს Posten-ის სადღესასწაულო მილოცვა და შეტყობინება ჩნდება:
"2022 წელს ნორვეგიაში 50 წელი აღინიშნება მას შემდეგ, რაც შეგვიძლია გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა. ბედნიერ შობას გისურვებთ და გილოცავთ ახალ წელს".
საფოსტო სერვისის მარკეტინგის დირექტორი, მონიკა სოლბერგი, აღნიშნავს, რომ გასული წელი, ბევრი მიზეზის გამო, რთული იყო, ამიტომ "ასეთი გულის ამაჩუყებელი და თბილი სიყვარულის ისტორია სწორედ ისაა, რაც გვჭირდება.
"იმისი აღნიშვნა, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ნორვეგიაში შეგვიძლია გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა. Posten ინკლუზიური სამსახურია, სადაც მრავალფეროვნებას აფასებენ. ამიტომ, გვსურდა, ამ მნიშვნელოვანი ამბის 50 წლისთავი არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორიით გვეზეიმა", — დასძენს სოლბერგი.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები