ვამართლებთ თუ არა ამას, ტყუილების თქმა მაინც მეტ-ნაკლებად ხშირად გვიწევს და თან ისე, რომ შეიძლება ცუდი განზრახვა საერთოდაც არ გვქონდეს.

როგორც ამბობენ, ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო, მაგრამ ხანდახან ტყუილები ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ზოგ შემთხვევაში სასიკეთოდაც კი.

სტატიაში იმ 10 ტყუილის შესახებ გიამბობთ, რომლებმაც ცნობილ მსახიობებს მათი კარიერი მნიშვნელოვანი როლები მიაღებინა და შედეგად ის ფილმები მივიღეთ, რომლებიც ამ სახეების გარეშე, ალბათ, ვერც კი წარმოგვიდგენია.

1. Brokeback Mountain-ის (კუზიანი მთა) კასტინგზე ენ ჰეთეუეიმ რეჟისორ ენგ ლის უთხრა, რომ ცხენით ჯირით შეეძლო, როცა მანამდე ცხენზე დამჯდარიც კი არასდროს ყოფილა

ფოტო: Getty Images

2. Elizabeth I-ში მონაწილეობის მისაღებად ედი რედმეინმაც იცრუა, რომ ცხენზე ჯდომა იცოდა, არადა გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა

ფოტო: Getty Images

3. Normal People-ის (ჩვეულებრივი ადამიანები) შესარჩევ ეტაპზე პოლ მესკალის აგენტმა თქვა, რომ მსახიობს მართვის მოწმობა ჰქონდა და როლიც მიაღებინა, არადა მესკალმა მანქანის ტარებაც კი არ იცოდა

ფოტო: Getty Image

4. თოთხმეტი წლის მილა კუნისმა That '70s Show-ის გასაუბრებაზე თავი 18 წლის მსახიობად გაასაღა

ფოტო: 20th Century Fox

5. ამერიკელმა ქლოი გრეის მორეცმა მარტინ სკორსეზე მოატყუა და უთხრა, რომ Hugo-ს პერსონაჟ იზაბელის მსგავსად თავადაც ბრიტანელი იყო და ასე მიიღო ეს როლი

ფოტო: Getty Images

6. სეიდი სინკმა Stranger Things-ის (უცნაური ამბები) კასტინგზე შოუს შემქმნელები დაარწმუნა, რომ სკეიტბორდზე დგომა შეეძლო

ფოტო: Netflix

7. კრის ჰემსვორტის სიმაღლე 190 სანტიმეტრია და როგორც 2016 წელს აღნიშნა, მას როლზე განცხადის შევსებისას თავი უფრო დაბალ ადამიანადაც გაუსაღებია, რათა სასურველი პერსონაჟი განესახიერებინა

ფოტო: Columbia Pictures / Courtesy Everett Collection

8. The Wire-ის კასტინგის მენეჯერმა იდრის ელბას თავი ამერიკელად გაასაღებინა (რეალურად ინგლისელია), რადგან სერიალის რეჟისორს არ სურდა, არაამერიკელი მსახიობი აეყვანა როლზე

ფოტო: Getty Images

9. The X-Files-ში როლის მისაღებად ჯილიან ანდერსონმა იცრუა, რომ 27 წლის იყო, როცა რეალურად 24-ის იყო

ფოტო: Fox Network

10. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ რობერტ პატინსონი ზოგიერთ რეჟისორსა და აგენტს ატყუებდა, რომ ბრიტანეთში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში სწავლობდა, ზოგს კი ეუბნებოდა, რომ ოქსფორდი დაამთავრა, არადა ერთიცა და მეორეც მტკნარი სიცრუეა

ფოტო: Getty Images